მიხეილ სარჯველაძე საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, სამედიცინო პერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების სრულად დაკმაყოფილება.

„ერგნეთის ამბულატორია, ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებას უწევს. სამედიცინო დაწესებულება კვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული.

სოფლის ამბულატორია ერგნეთის 300-ამდე მცხოვრებს, იმუნიზაციას, კიბოს სკრინინგსა და სხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება