ისრაელის გენშტაბის უფროსი - შორს ვართ ღაზაში ოპერაციების შეწყვეტისგან

ისრაელის თავდაცვის ძალები შორსაა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისგან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.

"ღაზის სექტორში „ჰამასის“ არცერთ ბრიგადას არ დავტოვებთ აქტიურს. ჩვენ გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ, როცა გადავწყვეტთ", - განაცხადა ჰალევიმ და დასძინა, რომ ღაზაში მათი მიზნები სრულად არ არის მიღწეული, მათ შორის, ყველა მძევლის დაბრუნება, იძულებით გადაადგილებული პირების ჩრდილოეთით დაბრუნება და „ჰამასის“ დაშლა.

ღაზის სამხრეთით მდებარე ხან იუნისიდან სამხედროების მიერ სახმელეთო ძალების გაყვანის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ჰალევიმ უპასუხა, რომ „ჰამასის“ სამხედრო ფრთა შემცირდა და მოქმედებს, როგორც "მცირე ტერორისტული უჯრედები". მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაუტოვებია ღაზას სექტორი და რომ იქ ჯერ კიდევ ბევრი ჯარისკაცია.

ცობისთვის, მანამდე მსგავსი განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ისრაელის ზოგიერთი ჯარისკაცი ტოვებს ღაზას შემდგომი მისიებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის რაფაჰში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია