დიმიტრი მედვედევი - „კროკუსში“ განხორციელებული ტერაქტის ნამდვილი დამკვეთები არიან უკრაინელი ბანდერ ნაძირალები, ამ მკვლელობის თანამზრახველები ხართ თქვენ : ბაიდენი, მაკრონი, სუნაკი, შოლცი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ლიდერებს „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული ტერაქტის თანამონაწილეებს, უკრაინელებს კი მის ნამდვილ დამკვეთებს უწოდებს.

„პატივცემულო აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ლიდერებო! ტერორისტების განცხადებები, რომ მათ კიევში მილიონ რუბლს დაჰპირდნენ და რომ იქ მისასვლელად რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ფანჯარა უნდა გაველოთ, თქვენთვის საკმარისი არ იყო?ტერაქტი ISIS-მა დაუკვეთა, ასე არ არის? ნამდვილი დამკვეთები არიან უკრაინელი ბანდერ ნაძირალები, თქვენი აღზრდილები და ამ მკვლელობის თანამზრახველები ხართ თქვენ : ბაიდენი, მაკრონი, სუნაკი, შოლცი და სხვა თანამზრახველები. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ!“ - წერს მედვედევი X-ზე.

ცნობისთვის, მანამდე, რუსულ მედიაში გავრცელდა „კრუკუს სითი ჰოლზე“ 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულთა დაკითხვის კადრები. მათ კოორდინატორად დაასახელეს ვინმე საიფულო, რომელმაც მიუთითა თავდასხმის ადგილი, უკრაინის საზღვრამდე გაქცევის გზა და ფულად ჯილდოს დაჰპირდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს