ისრაელსა და ღაზაში უარყოფენ ინფორმაციას, კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ

ისრაელის ოფიციალური პირები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ შეთანხმებას ჰორიზონტზე. განსხვავება (მხარეებს შორის) ჯერ კიდევ დიდია და აქამდე არაფერი დრამატული არ ყოფილა“, - ციტირებენ Channel 12 და Ynet-ი ისრაელელ ოფიციალურ პირებს, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ.

ამასთან, ლიბანური სატელევიზიო არხი Al-Mayadeen-ი პალესტინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ. ოფიციალური პირი მიზეზად ისრაელის „სიჯიუტეს“ ასახელებს და ამტკიცებს, რომ „ჯერჯერობით პროგრესი არ არის“.

შეგახსენებთ, მანამდე ეგვიპტურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო