გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროა, რომ ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში, პარლამენტში და მის გარეთ არიან ოპოზიციონერები, რომელთაც ეზარებათ წერა-კითხვა და საზოგადოებასაც მოუწოდებენ, არ წაიკითხონ კანონი

სამწუხაროა, რომ ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში პარლამენტში და მის გარეთ არიან ოპოზიციონერები, რომელთაც ეზარებათ წერა-კითხვა და საზოგადოებასაც მოუწოდებენ, არ წაიკითხონ კანონი - მსოფლიოში მიდის „შავი ფულის“ „გათეთრების“ წინააღმდეგ პოლიტიკა და გაუგონარია, რომ საქართველოში ოპოზიცია და „ენჯეო“ ხელს უწყობს, რომ საქართველოში „შავი ფული“ „გათეთრდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის განაცხადია, რომ კანონპროექტის შინაარსობრივ განხილვაში არ შევლენ, „ისე დაემორჩილებიან პატრონის, არქიფო სეთურის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურიდან“.

„სამწუხაროა, რომ ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში პარლამენტში და მის გარეთ არიან ოპოზიციონერები, რომელთაც ეზარებათ წერა-კითხვა და საზოგადოებასაც მოუწოდებენ, არ წაიკითხონ კანონი. ეს ზუსტად ამას ნიშნავს - წერა-კითხვის გარეშე ემორჩილებიან საკუთარ პატრონებს.

„ლელოსი“ და არა მხოლოდ მისი, განაცხადია, რომ არ შევლენ შინაარსში და ისე დაემორჩილებიან მათი პატრონის, არქიფო სეთურის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურიდან. რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას წინასაარჩევნოდ სთავაზობს ისეთ საქართველოს, სადაც უცხოური ძალა დანიშნავს მოსამართლეებს; უცხოური და „შავი ფული“ იქნება ქვეყანაში გაუმჭვირვალე; სუვერენიტეტი იქნება შელახული და უცხოური ძალები “ენჯეოს” მეშვეობით დააკომპლექტებენ ტექნიკურ მთავრობას - ასეთ საქართველოს ქართული საზოგადოება, ბუნებრივია, არ მიიღებს”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, „როგორც ერთი წლის წინ, ასე ვეღარ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას”.

„საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ერთი წლის წინ აპროტესტებდა ამ კანონპროექტს, მიხვდა რომ შეცდომაში შეიყვანეს. სიმართლე არის 6 გვერდზე. ათი წუთი სჭირდება სიმართლის წაკითხვას. რატომ არცერთ სიტყვას ან წინადადებას არ აპროტესტებენ ამ კანონპროექტიდან? იმიტომ, რომ არაფერია იქ გასაპროტესტებელი, ზუსტად ანალოგიური ტექსტი, სათაურის ჩათვლით, დევს ევროპარლამენტში. ამბობენ, რომ ევროკავშირმა, ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან უნდა დაიცვას ევროკავშირის სახელმწიფოები. ანალოგიურად ვამბობთ ჩვენც, რომ საქართველოც უნდა იყოს დაცული „შავი ფულის“ „გათეთრებისგან“. მსოფლიოში მიდის „შავი ფულის“ „გათეთრების“ წინააღმდეგ პოლიტიკა და გაუგონარია, რომ საქართველოში ოპოზიცია და “ენჯეო” ხელს უწყობს, რომ საქართველოში შავი ფული გათეთრდეს. ამის წინააღმდეგი იქნება ქართული საზოგადოება და ამიტომ მივიღებთ ამ კანონს”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია