გურამ მაჭარაშვილი - როგორც ბავშვს არ შეიძლება ასანთი ანდო ან უთო დატოვო ჩართული, ასევე არ შეიძლება ზურაბიშვილის გაშვება უცხოეთში - სად აფეთქდება და ქვეყანას სად დააზიანებს, არავინ იცის

როგორც ბავშვს არ შეიძლება ასანთი ანდო ან უთო დატოვო ჩართული, ასევე არ შეიძლება [პრეზიდენტის უცხოეთში გაშვება] - ეს ადამიანი არის ფეთქებადი ნივთიერება, სად აფეთქდება და ქვეყანას სად დააზიანებს, არავინ იცის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტის ნებართვა არ მისცა.

მისივე თქმით, თავად ზურაბიშვილისთვისაა კარგი, რომ მთავრობა უარს ეუბნება უცხოეთში წასვლაზე, რადგან “ნაკლებ დარტყმას იღებს საქართველოსგან”.

„საერთოდ, მიკვირს, კითხვები რომ გაქვთ ზურაბიშვილთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიძლება მისი გაშვება უცხოეთში. როგორც ბავშვს არ შეიძლება ასანთი ანდო ან უთო დატოვო ჩართული, ასევე არ შეიძლება [პრეზიდენტის უცხოეთში გაშვება]. ეს ადამიანი არის ფეთქებადი ნივთიერება. სად აფეთქდება და ქვეყანას სად დააზიანებს, არავინ იცის და თქვენ გინდათ, ამაში ჩვენ ხელი შევუწყოთ? მისთვისაა კარგი, რომ მთავრობა უარს ეუბნება უცხოეთში წასვლაზე, რადგან ნაკლებ დარტყმას იღებს საქართველოსგან. გასაგებია, რომ არ აინტერესებს და არ სტკივა საქართველო, მაგრამ, რაც ნაკლებ დარტყმებს მიიღებს საქართველო და შემდეგ, ფორმალური პრეზიდენტი, უკეთესია”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს