პრემიერი ეკონომიკის სამინისტროს ავალებს, საფეხბურთო მატჩებზე დასწრებისთვის, გერმანიის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნოს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ბილეთები დაბალი ტარიფით იქნას შეთავაზებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის სამინისტროს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთათვის, დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად მუშაობის დაწყება სთხოვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა და როგორც აღნიშნა,მნიშვნელოვანია, „ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული“.

„როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გამართავს. უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, თვითმფრინავის ბილეთებზე ფასები გაიზარდა. რიგ შემთხვევაში, რამდენჯერმე გაიზარდა ფასები. მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, მით უკეთესია ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო მატჩებზე ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილის შეტანაც შეგვიძლია მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს უზრუნველყოფილი მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ დაბალი ფასებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება