უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი - ვაზუსტებთ დეტალებს ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც სამი უკრაინელი ტყვის დახვრეტაა ასახული

ხერსონის ოლქის კრინკის რაიონში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალები დგინდება, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

„ამ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები ჯერ კიდევ დგინდება. რადგან ასეთი ვიდეოდან ძნელია იდენტიფიცირება. ვითარებას ვაზუსტებთ, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ვარკვევთ მას. მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა, როცა უიარაღო სამხედრო ტყვეები მტერმა დახვრიტა. მსგავსი შემთხვევები უკვე დაფიქსირებული გვაქვს ფრონტის სხვა სექტორებში და ყველა მათგანი დოკუმენტირებულია და საფუძვლად უდევს შემდგომ სისხლის სამართლებრივ საქმეს“, - განაცხადა გუმენიუკმა.

ცნობისთვის, გუშინ „ტელეგრამზე“ გამოჩნდა ვიდეო, რომელზედაც ასახულია, როგორ ესვრიან რუსი ჯარისკაცები ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებს. ვიდეოს აღწერილობაში ნათქვამია, რომ ეს ხერსონის ოლქის კრინკის დასახლებასთან მოხდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს