შრომის ინსპექციის სამსახური სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელწოდებით „შრომის ინსპექტორი“, საჯარო ლექცია ჩაატარეს. აღნიშნულ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ინტერაქციულ შეხვედრაზე, ყველა იმ ძირითადი მიმართულების შესახებ ისაუბრეს, რაც უწყების მანდატში შედის, მათ შორის ტრეფიკინგის, შრომის ზოგადი უფლებებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მნიშვნელობის შესახებ.

„სტუდენტებისთვის შრომის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სამუშაო ძალას. შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურად განაგრძოებს სხვადასხვა უნივერსიტეტში შეხევდრებს, რათა მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება