თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას საერთაშორისო KTQ აკრედიტაცია მიენიჭა

გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის - „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შემდგომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას KTQ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის აკრედიტაცია მიენიჭა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხანგრძლივი დაკვირვებისა და შეფასების KTQ კრიტერიუმების გათვალისწინებით თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დადებითად შეაფასეს. ორგანიზაციის მიერ მინიჭებული KTQ სერტიფიკატი იმის დასტურია, რომ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მომსახურების მაღალი ხარისხი, პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე მენეჯმენტი და ხარისხის მართვა შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მთელ გუნდს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და წარმატებას უსურვებს მას.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება