პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენს. როგორც პარტიის დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მისი გუნდის ინიციატივაა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს.

ლილუაშვილის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივები უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას „ოცნების“ მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს.

"დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ბიუროზე წარვადგენთ დამატებით კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს, კერძოდ „ცვლილებებს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში“.

არანაირი გამჭვირვალობა დღეს რეალურ მიზეზს რუსული კანონის ინიცირებისთვის არ წარმოადგენს, ყველანაირი ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას და აქვეყნებენ თავად ორგანიზაციები. ამასთან ჩვენი ცვლილებები, უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას. ვიმეორებ, საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას "ოცნების" მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს".

დღეს, როდესაც "ოცნება" გვატყუებს და გამჭვირვალობის არგუმენტით აინიცირებს "რუსულ კანონს", ჩვენი ცვლილებები მათ სრულად აცლის მსგავსი მანიპულირების სივრცეს და ამ ცრუ არგუმენტს.

ჩვენ მოვუწოდებთ "ოცნების" ყველა იმ წევრს, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ერთმანეთისგან საქართველოს ისტორიული მტრების და მეგობრების გარჩევა, მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივებს, ორივე კანონპროექტს, რომელიც ამ ქვეყანას ოკუპანტის გავლენებისგანაც დაიცავს და საჭიროზე მეტ გამჭვირვალობის სტანდარტს ამკვიდრებს ყველასთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი და „ოცნება“ უპირობოდ დაადასტურებენ იმას, რომ მათი მიზანი მეგობრების მტრებად გამოცხადება და ქართულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებაა. როგორც ჩანს, ივანიშვილს მხოლოდ ასე წარმოუდგენია მომავალ არჩევნებში გადარჩენა.

მოვუწოდებთ მთელს საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საკანონმდებლო ცვლილება, შექმნის საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას, ყოველგვარი იარლიყების გარეშე,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება