იაგო ხვიჩია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - სინამდვილეში, ის ანტიამერიკულია - ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა ვიყოთ თუ არა ანტიამერიკული ქვეყანა

სინამდვილეში, ეს კანონი ანტიამერიკულია. ჩვენ ღიად და თავხედურად, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ, ვაყენებთ შეურაცხყოფას ამერიკელებს და ვცდილობთ, მათი ფინანსების საქართველოში მიმოსვლა შევზღუდოთ - ამერიკელებს ამ ქვეყნის წინაშე არაფრით დაუმსახურებია ის, რომ ჩვენ თბილისიდან ვაშინგტონს ვებრძოლოთ, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა, ვიყოთ ანტიამერიკული ქვეყანა.

„მე მგონი, ჩვენ, ქართველმა ხალხმა, უნდა გადავწყვიტოთ გვინდა ვიყოთ თუ არა ანტიამერიკული ქვეყანა, იმიტომ რომ ეს კანონი სადაც მიიღეს, მიიღეს ამერიკელებთან საბრძოლველად. თვითონ ამერიკელებმა მიიღეს 1938 წელს გერმანელებთან, ანუ, ფაშისტებთან საბრძოლველად. ეს კანონი სადაც არ უნდა მიიღო, ვიღაცის წინააღმდეგაა. ამერიკელებმა გერმანელების წინააღმდეგ მიიღეს, დარჩნენ სამყაროში კი ამერიკის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ ახლა ამ კანონით ვემატებით იმ ქვეყანათა რიცხვს, რომელიც ამ კანონით, სინამდვილეში, ებრძვის ამერიკელებს და იძახიან, რომ ებრძვის ბაია პატარაიას. ჩემი აზრით, ამერიკელებს ამ ქვეყნის წინაშე არაფრით დაუმსახურებია ის, რომ ჩვენ თბილისიდან ვაშინგტონს ვებრძოლოთ. ეს არის შეცდომა ქართველი ხალხის, ჩვენი მომავლის და ჩვენი პარტნიორების წინაშე," - განაცხადა ხვიჩიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება