იაგო ხვიჩია - ლგპტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები - მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, მე და მთავრობა რომ არ ვიყოთ, „თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ“

ლგპტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები, იმიტომ, რომ მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე და საქართველოს მთავრობა რომ არ ვიყოთ, თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ-თქო, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის სირცხვილი და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.

„სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები. იცით, რომ ყველა საკონსტიტუციო განხილვაში ვერთვებოდი, მათ შორის ხალხთან შეხვედრების ნაწილში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მე განხილვაში არ ჩავერთვები, იმიტომ რომ მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე და საქართველოს მთავრობა რომ არ ვიყოთ, თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ-თქო. მე ამას ვერავის ვეტყვი. კი მაინტერესებს, დავაკვირდე, „ქოცები“ ამას როგორ ეტყვიან, მაგრამ მათთან ერთად რომ მივიდე ხალხთან სალაპარაკოდ, ვინ გაარჩევს, მეც იგივე აზრზე ვარ თუ არა. ჩემი აზრით, ეს არის სირცხვილი და შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. მე უბრალოდ, არ შემიძლია, ხალხს ავუხსნა, რომ რაღაც რეალური საფრთხისგან გვიხსნის ეს კანონი. პირიქით, ძალიან შეურაცხმყოფელი იქნებოდა ვიღაცა რომ მოვიდეს და მაგინოს, შენ ვის აკადრე, თითქოს, მთავრობა რომ არ იყოს, მე ეს დამემართებოდაო, ამ კითხვაზე პასუხი არ მექნება,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება