დიმიტრი ხუნდაძე - დრომ სიმართლეზე იმუშავა, ოპოზიცია მარცხდება სიმართლესთან - ის რომ, ეს კანონი რუსული არ არის, ყველა აღიარებს, შინაარსშიც რომ არავითარი საეჭვო არ არის, სწორედ ამიტომ ამბობენ, შინაარსში არ შევიდეთო

ოპოზიცია სიმართლესთან მარცხდება - ისევ წაუკითხაობას სთავაზობენ მოსახლეობას, იმიტომ რომ შიგნით რუსული ნამდვილად არაფერი წერია, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„დრომ სიმართლეზე იმუშავა, ოპოზიცია მარცხდება სიმართლესთან. ის რომ, ეს კანონი რუსული არ არის, ყველა აღიარებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ. შინაარსშიც რომ არავითარი საეჭვო არ არის, სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ შინაარსში არ შევიდეთო. ისევ წაუკითხაობას სთავაზობენ მოსახლეობას, იმიტომ რომ შიგნით ნამდვილად არაფერი რუსული არ წერია. ვფიქრობ, ახლა საზოგადოებაში ფორმირდება მთავარი კითხვა - რა არის ის, რისი გამჟღავნებისაც ეშინია არასამთავრობო სექტორის სწორედ იმ ნაწილს, რომელიც დიდ ფულზეა დამოკიდებული და ხშირად ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ვფიქრობ, რომ ეს პასუხი ძალიან მალე დადგება. საზოგადოება უკვე მაქსიმალურად არის ინფორმირებული და ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს იმ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემას, რასაც უმალავენ საზოგადოებას," - განაცხადა ხუნდაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!