მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ალტერნატიული კანონპროექტი „არ იძლევა იმ სურათს, რომელსაც გამჭვირვალობაზე უნდა იძლეოდეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ვინმეს წინააღმდეგაა მიმართული, არასწორია, “გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ალტერნატიული კანონპროექტი კი “არ იძლევა იმ სურათს, რომელსაც გამჭვირვალობაზე უნდა იძლეოდეს”.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არავის წინააღმდეგაა მიმართული.

“გრანტების შესახებ კანონის” შესაბამისად მოქმედება არ იძლევა იმ სურათს, რა სურათსაც უნდა იძლეოდეს ჩვენი საზოგადოებისთვის ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამგვარად მოხდეს ჩვენი საზოგადოების ინფორმირება იმ საკითხზე, რასაც ჰქვია სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება და იმაზე, თუ ვისი ინტერებით მოქმედებენ ეს ორგანიზაციები. არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს ვინმეს წინააღმდეგაა მიმართული, არასწორია. ეს კანონი არავის წინააღმდეგაა მიმართული. ეს კანონი მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობისკენ და არ შეიძლება ვინმემ, თუ ის კეთილსინდისიერად მოქმედებს, გამჭვირვალობა დაინახოს როგორც მის წინააღმდეგ მიმართული”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, “ვითომდა არგუმენტები, რაც ოპოზიციის და ორგანიზაციების მხრიდან ისმის, არგუმენტებად არ გამოდგება”.

“შინაარსობრივად ვერავინ განმარტავს, რატომ შეიძლება ეწოდოს ამ კანონს რუსული და რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა რაიმე ევროპულთან წინააღმდეგობაში. საუბარია გამჭვირვალობაზე, ჩვენს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებაზე და მეტზე არაფერზე. ძალიან სამწუხარო და უცნაურია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც პირიქით - გამჭვირვალობის მომხრე უნდა იყვნენ, თავად არიან გამჭვირვალობის წინააღმდეგი და ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ კანონის მიზნებთან და ზოგადად, კანონთან დაკავშირებით”,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენს. როგორც პარტიის დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მისი გუნდის ინიციატივაა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს. ლილუაშვილის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივები უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას „ოცნების“ მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო