„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი - მჯერა, რომ დღესაც გაერთიანდება მოსახლეობა რუსული კანონის წინააღმდეგ და „ქართულ ოცნებას“ ისევ დავახევინებთ უკან

მჯერა, რომ დღესაც გაერთიანდება საქართველოს მოსახლეობა რუსული კანონის წინააღმდეგ და „ქართულ ოცნებას“ ისევ დავახევინებთ უკან. ამ ტყუილს მათ არავინ არ აპატიებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, გიორგი კუპატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება, რომ საზოგადოება ამ დღეებში ქუჩაში გამოვიდეს კანონის გასაპროტესტებლად.

„მთავარი არის ეს გრძნობა - ერთდროულად შეურაცხყოფა და გაბრაზება, რომელიც თითოეულ იმ ადამიანს გვაქვს, რომლებიც ვიდექით მარტის მოვლენების დროს ქუჩაში. როგორ შეიძლება, რომ ჩვენმა, ადამიანების გაწეულმა ბრძოლამ "რობოკოპებთან", სპეცრაზმთან წინ დგომამ, წყლის ჭავლმა, გაზმა, რაც გადაიარა ათი ათასობით ახალგაზრდის მხრებზე, როგორ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი იყოს ფუჭი და როგორ შეიძლება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ მოგვატყუოს და ისევ დააბრუნოს ეს კანონი, რომელსაც მთელმა საზოგადოებამ მყარად უთხრა უარი. მე მჯერა, რომ დღესაც იმ იდეების გარშემო გაერთიანებულია ადამიანები, მოვახერხებთ ერთად შეკრებას და „ქართულ ოცნებას“ ისევ დავახევინებთ უკან. ამ ტყუილს „ქართულ ოცნებას“ არავინ არ აპატიებს,“ - განაცხადა გიორგი კუპატაძემ.

გიორგი კუპატაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება