ზურაბ ჯაფარიძე ლაზარე გრიგორიადისზე - გამამართლებელი განაჩენი წარმოუდგენელი იქნება, თავიდანვე ორკესტრირებული იყო პროცესი, რადგან ამოარჩიეს განსხვავებული გარეგნობის ადამიანი

გამამართლებელი განაჩენი წარმოუდგენელი იქნება. თავიდანვე ორკესტრირებული იყო პროცესი, რადგან ამოარჩიეს განსხვავებული გარეგნობის ადამიანი, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მისულმა პოლიტიკოსმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" ჯაფარიძემ აღნიშნა, გრიგორიადისს „ათას სისულელეს „ტენიან“.

„არა, გამამართლებელ განაჩენს არ ველოდები, ამ სასამართლოსგან. გამამართლებელი განაჩენი წარმოუდგენელი იქნება. თავიდანვე გათვლილი და ორკესტრირებული იყო პროცესი, რადგან ამოარჩიეს განსხვავებული გარეგნობის ადამიანი, რომელსაც ათას სისულელეს "ტენიან". მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას დეზინფორმაციით დააჯერეს, რომ მან „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელებს, რომლის მტკიცებულება არ არსებობს, გარდა პოლიციელების ყალბი ჩვენებებისა. დღეს გამოაცხადებენ განაჩენს თუ არა, არ ვიცი. რამდენჯერმე გადაიდო აბსურდული მიზეზების გამო და შეიძლება კიდევ გაწელონ პროცესი“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის პარალელურად, ადგილზე იმყოფებიან მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება