ირაკლი ქადაგიშვილი - ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის, არავის ებრძვის, ეს არის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის შესაქმნელად

ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის, არავის ებრძვის. ეს კანონი არის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის შესაქმნელად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციას წაკითხული არ აქვს.

„კარგად რომ გავიგოთ ყველამ, ეს კანონი ვისაც არ წაგიკითხავთ, აქ ვინც ზიხართ არცერთს არ წაგიკითხავთ, ოპოზიციაზე ვამბობ. ან წაიკითხეთ და პირდაპირ უტიფარ ტყუილზე გადადიხართ. ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის, არავის ებრძვის. ეს კანონი არის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის შესაქმნელად. ამ კანონში არცერთი წინადადება არ არის იმაზე, რომ ვიღაც დაატეროროს, ვიღაცას საქმიანობა აუკრძალოს, ვიღაცას რაიმე შეუზღუდოს, მხოლოდ გამჭვირვალობა! ამ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არიან ეს ქალბატონები და ბატონები იმიტომ, რომ რაღაცის ეშინიათ. რისი ეშინიათ? გამჭვირვალე რომ გახდება მაშინ დაინახავთ, ბატონო იაგო (ხვიჩია), თქვენც", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება