თელავის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგი გიგიტელაშვილი - თელავის მერის დავალებით, საჯარო მოხელეები აზიანებენ პრორუსული კანონის მხარდამჭერ ქარდებს

იმის ნაცვლად, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზრუნავდნენ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით საჯარო მოხელეები აზიანებენ პრორუსული კანონის მხარდამჭერ ქარდებს, - ამის შესახებ თელავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, გიგი გიგიტელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მათი მმართველობის შედეგად ეს ქვეყანა შევიდა ეკონომიკურ ჩიხში.

„იმის ნაცვლად, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზრუნავდნენ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე, ჩართულები არიან დეზინფორმაციის კამპანიაში, მათ შორის თელავშიც. თელავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით საჯარო მოხელეები აზიანებდნენ პრორუსული კანონის მხარდამჭერ ქარდებს.

მე მათ მოვუწოდებ, მიხედონ საქმეს, რადგან მათი მმართველობის შედეგად ეს ქვეყანა შევიდა ეკონომიკურ ჩიხში, მათი მმართველობის შედეგად ამ ქვეყანას ტოვებს უამრავი ადამიანი,“ - განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა.

გიგიტელაშვილის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება