ელენე ხოშტარია - ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს პოლიტიკური დევნის, თავისუფლების ჩახშობის, რუსული წესების თავსმოხვევის პროცესია ლაზარე გრიგორიადისის გარშემო

ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს პოლიტიკური დევნის, თავისუფლების ჩახშობის, რუსული წესების თავსმოხვევის პროცესია ლაზარე გრიგორიადისის გარშემო, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარია განაცხადა.

მისი შეფასებით, ლაზარე გრიგორიადისის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს პოლიტიკური დევნის, თავისუფლების ჩახშობის, რუსული წესების თავსმოხვევის პროცესია ლაზარე გრიგორიადისის გარშემო. სწორედ იმიტომ, რომ ლაზარემ წინააღმდეგობა გაუწია რუსულ რეჟიმს, რუსულ მოქმედებებს, ლაზარემ დაიცვა ქვეყნის ევროპული მომავალი და თავისუფლება და მას სჯიან. არანაირი მტკიცებულება, მთელი იმ პოლიტიკური კამპანიის, რომელიც მიმდინარეობს ლაზარეს წინააღმდეგ უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან, თითქოს ვიღაც დაწვა, გადაწვა, არ არსებობს, უბრალოდ არც ერთი მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, ლაზარე ერთ-ერთ თავისუფალ, პრინციპულ და ღირსეულ მოქალაქედ რჩება. ყველა პოლიტიკოსს, რომელიც დღეს იტყუება, არის ამ ქვეყნის სირცხვილი. დღეს როდესაც „რუსული კანონი" კვლავ დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ჩვენ ლაზარეს გვერდში უნდა ვიყოთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ წყვეტდა ბრძოლას და დღესაც ციხიდან აგრძელებს საამაყო მოქმედებას, რასაც ევროპული მომავლის დაცვა ჰქვია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი