იაგო ხვიჩია - უნდა დავასახელოთ ვის ვებრძვით და ჩემი აზრით, ვისაც ზოგადად ყველაზე მეტად ებრძვიან ამ კანონით, არის აშშ

სადაც არ უნდა იყოს, არც ერთ ქვეყანაში არ ვეთანხმები, ყველგან ბრძოლის მოტივით არის მიღებული - უნდა დავასახელოთ ვის ვებრძვით და ჩემი აზრით, ვისაც ზოგადად ყველაზე მეტად ებრძვიან ამ კანონით, არის აშშ. მე მგონი, ეგ ქვეყანა ჩვენგან ბრძოლას არ იმსახურებს,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ინიცირდება.

დეპუტატის თქმით, ეს კანონი „ბრძოლის კანონია“.

„სადაც არ უნდა იყოს, არც ერთ ქვეყანაში არ ვეთანხმები [ასეთი კანონის არსებობას]. რა კანონიც არ უნდა იყოს, ზოგადად, ყველგან ბრძოლის მოტივით არის მიღებული. მეორე კანონიც რომაა შემოტანილი პარლამენტში, ესეც ბრძოლის მოტივით არის შემოტანილი [ოპოზიციის მიერ წარდგენილი], ამ კანონის [„ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულის] სულისკვეთებას ასახავს, უბრალოდ, იქ გამოთქმულია მოსაზრება ვის ვებრძვით. სინამდვილეში, ამ კანონის ამოქმედებით ყველასთან, მათ შორის ქართველებთანაც ბრძოლა გამოვა. მაგრამ რომ იცოდეთ, არც ერთ ასეთ კანონს არ ვეთანხმები სამყაროში. მიმაჩნია, რომ ეს ბრძოლის კანონია. უნდა დავასახელოთ ვის ვებრძვით და ჩემი აზრით, ვისაც ზოგადად ყველაზე მეტად ებრძვიან ამ კანონით, არის აშშ. მე მგონი, ეგ ქვეყანა ჩვენგან ბროლას არ იმსახურებს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება