„პუბლიკის“ ჟურნალისტმა პარლამენტის ბიუროს სხდომის პარალელურად, სხდომის ოთახთან ბანერი გაშალა წარწერით: „არა რუსულ კანონს“

„პუბლიკის“ ჟურნალისტმა ნათია ამირანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის პარალელურად, სხდომის ოთახთან ბანერი გაშალა წარწერით: „არა რუსულ კანონს“. მოგვიანებით ის ოთახის კართან დადო, რის შემდეგაც მანდატურმა აიღო.

როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, კოლეგებისგან განსხვავებით, რომელიც საშვის საშუალებით პარლამენტში არ შემოუშვეს, თავად მედიააკრედიტაციით შემოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ცარიელი ფურცელი არ შემოატანინეს, ბანერის შემოტანა მოახერხა.

„როდესაც ბიუროს სხდომიდან გამოვლენ, მაშინ თუ გავშლი, ეს გამოიწვევს აკრედიტაციის ჩამორთმევას და ამიტომ მანამდე გავშალე ეს ბანერი. ეს არის ჩემი და ჩემი კოლეგების პოზიციის დაფიქსირება, რომ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს. ვმუშაობთ ამ ქვეყანაში უკეთესი დემოკრატიული საზოგადოებისთვის.

არ შემოუშვეს ჩემი კოლეგები პარლამენტში. თანხმობა გვქონდა, რომ მათზე საშვები დაშვებულიყო, თუმცა ტექნიკური ბიუროკრატიული ბარიერების გამო ვერ მოახერხეს, რომ შემოსულიყვნენ. მე ჯერ კიდევ მაქვს აკრედიტაცია. შემოსასვლელში ჩამომართვეს თეთრი ფურცელი, რომელიც ჩანთიდან ამოიღეს, თუმცა მოვახერხე, რომ შემომეტანა ეს ბანერი“, - განაცხადა ნათია ამირანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს