გია ვოლსკი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს - ბჭობაში ნუ შემოდიხართ! ბიუროს წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თქვენ კი არ გაქვთ ამის უფლება! - მაშინ დაჯექით ბიუროს წევრად!

ბჭობაში ნუ შემოდიხართ! ბიუროს წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თქვენ კი არ გაქვთ ამის უფლება! მაშინ, დაჯექით ბიუროს წევრად - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს, რომელიც ბიუროს სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებას აფიქსირებდა.

მსხილაძემ მოსაზრების დაფიქსირება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების გამეორებით დაიწყო, რა დროსაც მას გია ვოლსკიმ სიტყვა გააწყვეტინა და სთხოვა, პირდაპირ დასკვნით ნაწილზე გადასულიყო.

„კონკრეტულად გვითხარით თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. იმას, რაც ითქვა, ნუღარ გაიმეორებთ. თქვენ ბჭობაში ნუ შემოდიხართ! ბიუროს წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თქვენ კი არ გაქვთ ამის უფლება! თქვენ თუ პოზიციას ასე აყალიბებთ, როგორც თქვენ ამბობთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც პოზიციით შემოდიხართ, მაშინ დაჯექით ბიუროს წევრად! თქვით თქვენი პოზიცია, რას უპირებთ! გაწყვიტეთ [თქვენ მიერ დაწყებული] აზრი და პირდაპირ დასკვნა გვითხარით“, - მიმართა ვოლსკიმ მსხილაძეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უმრავლესობას მოუწოდა, კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე რეგისტრაციაში საერთოდ არ გაატარონ.

„ბიუროზე უკვე აღინიშნა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჩვენ ვკითხულობთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, ამას მოჰყვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა მოგვიწოდეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ იყოს საერთოდ დარეგისტრირებული და მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამიტომ, მოგიწოდებთ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გაატაროთ რეგისტრაციაში ბიუროზე!“ - განაცხადა მსხილაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება