ბექა ლილუაშვილი - ბიუროს სხდომა უმრავლესობის მხრიდან გამოყენებული იყო  დეზინფორმაციის წყაროდ - ამათი სიტყვის უკვე აღარავის სჯერა, თვითონ აღარ სჯერათ თავისი სიტყვის

ბიუროს სხდომა უმრავლესობის მხრიდან გამოყენებული იყო ერთ დიდ დეზინფორმაციის წყაროდ - ამათი სიტყვის უკვე აღარავის სჯერა, თვითონ აღარ სჯერათ თავისი სიტყვის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, არჩევნების წინ, პარტნიორების და არასამთავრო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოახდინონ.

„მთელი ეს ბიუროს სხდომა უმრავლესობის მხრიდან, კრებსითი თუ კოლექტიური „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოყენებული იყო ერთ დიდ დეზინფორმაციის წყაროდ. ხალხი გამოდის და თავის სიტყვას იშველიებს არგუმენტად. სასაცილოა, უბრალოდ. ამათი სიტყვის უკვე აღარავის სჯერა, თვითონ აღარ სჯერათ თავისი სიტყვის. გამოდიან და ვითომ მე ვიყავი, როცა თქვეს, რომ ეს მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ საკითხს არც დღეს და არც მომავალში აღარ მივუბრუნდებითო. სამარცხვინოა ასეთი ხალხისგან დღეს თავისი სიტყვის მოშველიება რაიმეს არგუმენტად. არც გამჭვირვალობა აინტერესებს სინამდვილეში, არც რეალურად მტრულად განწყობილი სახელმწიფოების გავლენებთან ბრძოლა. სინამდვილეში არჩევნების წინ მათი მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, მოახდინონ ჩვენი პარტნიორების და მათ შორის, არასამთავრო ორგანიზაციების დისკრედიტაცია," - განაცხადა ლილუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება