ლევან ხაბეიშვილი მმართველ გუნდს - თუ თქვენც თანხმდებით იმაზე, რომ ევროკავშირის ელჩები, ევროპელი ლიდერები ყველა სააკაშვილის მეგობარია, ნამდვილად ასეა - ჩვენ უკეთ შეგვიძლია საქართველოს ევროკავშირში შეყვანა

თუ თქვენც თანხმდებით იმაზე, რომ ევროკავშირის ელჩები, ევროპელი ლიდერები ყველა მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, მინდა დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად ასეა. შესაბამისად, ჩვენ უკეთ შეგვიძლია საქართველოს ევროკავშირში შეყვანა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ფეისბუქის" მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციების დაბლოკვაზე "ქართული ოცნების" წევრების შეფასებებს.

მისივე თქმით, სიკეთე, რომელსაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს, ყველასთვისაა.

„თუ თქვენც თანხმდებით იმაზე, რომ ევროკავშირის ელჩები, ევროპელი ლიდერები ყველა მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და ნამდვილად ასეა, მინდა დაგიდასტუროთ. თუ იმაზეც თანხმდებით, რომ ცუკერბერგი, პირობითად „ფეისბუქის“ ადმინისტრაციაც მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და ზოგადად მიგაჩნიათ, რომ ცივილიზებული სამყარო მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, მე გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ასეა. მიხეილ სააკაშვილს და ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს დასავლეთში, ევროპაში, ძალიან ბევრი პარტნიორი.

შესაბამისად, მაშინ თქვენც უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ უკეთ შეგვიძლია საქართველოს ევროკავშირში შეყვანა. მგონი თქვენ გესმით, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ევროკავშირში შეყვანა. თქვენი ოჯახებისთვისაც იქნება ის სიკეთე, რომელსაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს. დამიჯერეთ , ეს ყველაზე აისახება, თქვენზეც აისახება - ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება