Aqualia-მ დაიწყო გრძელვადიანი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია სახელწოდებით „ყოველი წვეთი ძვირფასია“

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia, 2023 წლიდან აქტიურად ნერგავს კომპანიაში და შესაბამისად ქართულ წყალმომარაგებაში, ევროპულ სტანდარტებს.

ინფრასტრუქტურული ობიექტების, ქსელებისა და საოპერაციო პროცესების გამართვის პარალელურად Aqualia-მ დაიწყო გრძელვადიანი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია სახელწოდებით „ყოველი წვეთი ძვირფასია”, რომელიც წყლის, როგორც ძვირფასი პროდუქტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ყოველი წვეთი ძვირფასია“ „ჯივიპის“ კომუნიკაციების გუნდისა და სარეკლამო სააგენტო “ლივინგსტონის” ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც მოგვითხრობს იმ რთული და კომპლექსური პროცესების შესახებ, რასაც სასმელი წყალი მყინვარიდან ჩვენს ონკანებამდე გადის.

„ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელების მიზნით, საკომუნიკაციო ვიზუალები და მთავარი მესიჯები მოსახლეობას უახლოესი თვეების განმავლობაში შეხვდება სოციალურ ქსელებში, თბილისის ქუჩებში, მეტროსადგურებსა თუ კინოთეატრებში. კამპანიის მეორე ეტაპი საგანმანათლებლო მიმართულებით გაგრძელდება და მასში აქტიურად ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. მომზადდება შემეცნებითი ვიდეოები, დაიგეგმება საგანმანათლებლო ტურები „ჯივიპის“ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და ლაბორატორიებში, რათა წყლის მოპოვებისა და დამუშავების პროცესი კიდევ უფრო აღსაქმელი და გასაგები გახდეს.

წყალმომარაგების კომპანიები უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქტიურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებაზე თუ რა შრომა და რესურსი სჭირდება სასმელი წყლის მოპოვებას, დამუშავებას და ტრანსპორტირერას.

საქართველოში არსებული მდინარეებისა და ტბების რაოდენობამ განაპირობა არაერთი მითი თუ მცდარი წარმოდგენა სასმელი წყლის შესახებ. წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ჩვენს ქვეყანაში არასოდეს დადგება წყლის პრობლემა, რომ წყალს არ სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება, რომ წყლის მოპოვება ჩვენთვის ყველაზე მარტივია და ა.შ.

„ჯივიპის“ მიერ განხორციელებული კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია” სწორედ საზოგადოების მარტივი ფორმით ინფორმირებას ემსახურება. ბუნებაში არსებული წყალი და მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. სასმელ წყალს მოპოვება და დამუშავება სჭირდება.

კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა გზას გადის წყალი მყინვარიდან ონკანამდე და რამხელა მასშტაბის ინფრასტრუქტურისა და შრომის ფასად გარდაიქმნება ბუნებიდან მოპოვებული ნედლი წყალი მაღალი ხარისხის სასმელ წყლად.

იმისთვის, რომ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას სასმელი წყალი ჰქონდეს, ყოველდღიურად მუშაობს 5 ლაბორატორია, 6 გამწმენდი სადგური, 25 მაგისტრალური მილსადენი, 138 რეზერვუარი, 4450- კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი და ჯივიპის 3000-მდე თანამშრომელი.

წყალი მყინვარებიდან მდინარეებში მოდის, საიდანაც წყალსაცავებში გროვდება, შემდეგ ქალაქის წყალშემკრებებში ნაწილდება და იფილტრება, მუშავდება ლაბორატორიულად და მისი ხარისხი 24 -საათიან უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება.

„ყოველი წვეთი ძვირფასია” - ვიდეოს ნახვა შესაძლებელია ბმულზე https://fb.watch/rjBCK1qYOo/ “- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია