დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი - ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს, სიცრუეა

ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს, სიცრუეა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა განაცხადა.

„ეს ყველაფერი The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციაა. ისინი ამას უბრალოდ იგონებენ. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთია, ვინც მკვლელობების დასრულების შესახებ საუბრობს. ჯო ბაიდენი კი მეტი სიკვდილის შესახებ საუბრობს“, - განაცხადა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა.

ჯეისონ მილერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი სამშვიდობო გეგმის დეტალებს იქამდე არ დაამტკიცებს, სანამ პრეზიდენტის თანამდებობას არ დაიკავებს და ყველა შესაძლო ვარიანტს სათანადოდ არ განიხილავს.

ცნობისთვის, The Washington Post-მა დონალდ ტრამპთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს უკრაინას ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობა აიძულოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება