გიორგი ამილახვარმა 200-ზე მეტ მასწავლებელთან პროფესიული განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც 200-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამჟამად, მინისტრმა თბილისში არსებული სკოლების პედაგოგებთან განიხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები, პედაგოგების ახალი სახელფასო პოლიტიკა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავება, ეროვნული სასწავლო გეგმა, საგნობრივი სტანდარტების განახლება, სახელმძღვანელოების გადახედვა და სხვა.

„შეხვედრაზე მასწავლებლებს მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვის დასმის და მინისტრთან დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება