Bloomberg - შვეიცარიაში „მშვიდობის სამიტი“ შესაძლოა 16-17 ივნისს ჩატარდეს

შვეიცარიაში „მშვიდობის სამიტი“ შესაძლოა 16-17 ივნისს ჩატარდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Bloomberg-ის ცნობით, „მშვიდობის სამიტი“, რომლის მასპინძლობასაც შვეიცარია უკრაინის თხოვნით დათანხმდა, ივნისის შუა რიცხვებში ჩატარდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება.

მოსალოდნელია, რომ შვეიცარიაში გასამართ „მშვიდობის სამიტზე“ 100-მდე სახელმწიფოს მიიწვევენ, რომელთა უმეტესობა ე.წ. გლობალური სამხრეთიდან იქნება.

„უკრაინის, რუსეთისა და ევროპის პერსპექტივების გარდა, მნიშვნელოვანია გლობალური სამხრეთის მოსმენაც, რომელიც ამ პროცესში რუსეთის საბოლოო ჩართვაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ამიტომ, ჩვენ ჩინეთთან, ინდოეთთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და საუდის არაბეთთან მჭიდრო კონტაქტში ვართ“, - განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება