საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიშელ მუსხელის კლუბმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - “საქართველო, გმირების სამჭედლო” ჩაატარა

„9 აპრილი თავისუფლების, მეგობრობის, სამშობლოს სიყვარულისა და მომავლის იმედის საწყისია. 9 აპრილი არის ერთგულების, ვაჟკაცობის სიმბოლო. ეს არის ცრემლიანი სიხარულის დღე - მტერი ეცადა, მაგრამ ვერ აჩეხა ქართული გმირული სული! ჩვენ, მომავალმა თაობამ საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ და აუცილებლად უნდა გვახსოვდეს წარსული, პატივი მივაგოთ გმირებს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილი) სტუდენტური კლუბის პრეზიდენტმა სანდრო ჭადაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 9 აპრილის მონაწილეებს და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს შეხვდნენ.

ღონისძიება - “საქართველო, გმირების სამჭედლო”, რომელსაც ესწრებოდნენ ვეტერანები: მალხაზ თოფურია,ზაირა მიქატაძე, მალხაზ ჩემია, გური ზაქარეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები, გახსნა მიშელ მუსხელის სტუდენტური კლუბის პრეზიდენტმა. როგორც სანდრო ჭადაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, 21 გმირი საბჭოთა რეჟიმის დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირა, უამრავი დაშავდა, მოიწამლა.

“სტუდენტები, რომლებიც წინ აღუდგნენ უსამართლობას და თავი შესწირეს თავისუფლებისათვის ბრძოლას, ჩვენი ტოლები იყვნენ. მათ თითქმის შეუძლებელი შესძლეს, ხერხემალში გადაამტვრიეს იმპერია. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ მომხდარი და არ გვაქვს უფლება თავდაუზოგავად არ ვემსახუროთ სამშობლოს. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის შემდეგ, ვაშენებთ ქვეყანას, წინ მივიწევთ, მალე ევროკავშირის წევრი გავხდებით და ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა ათასობით თავდადებული ადამიანის თავგანწირვა. დღეს ჩვენს ღონისძიებას 9 აპრილის მონაწილენი ესწრებიან, მადლობა მინდა გადავუხადო მათ ყოველი დღისთვის, იმ სულისკვეთებისთვის, რომელმაც ჩვენი სამშობლო გადაარჩინა. დიდება გმირებს და უფალი ფარავდეს საქრთველოს”, - განაცხადა სანდრო ჭადაშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, 9 აპრილის ტრაგიკული და გმირული მოვლენების უშუალო და აქტიურმა მონაწილეებმა მამუკა გიორგაძემ, მალხაზ თოფურიამ, ზაირა მიქატაძემ, მალხაზ ჩემიამ, გური ზაქარეიშვილმა სტუდენტებს 9 აპრილის ისტორიული მოვლენის შესახებ ესაუბრნენ. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სტუდენტების კითხვებს გასცეს პასუხი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო