ლაზარე გრიგორიადისის დედა - ბრალდების მხარე ისევ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს - ძალიან სასაცილოა

არგუმენტები დამაჯერებელი იყო დაცვის მხარის, ბრალდების მხარე ისევ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ, სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა კვლავ პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს.

"თვალსაჩინოდ, არგუმენტები დამაჯერებელი იყო დაცვის მხარის, ბრალდების მხარე ისევ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს, ძალიან სასაცილოა ჩემთვის და მათთვის ვინც დარბაზში იჯდა და უსმენდა. თუ ადამიანს აქვს, ელემენტარული, ადამიანობა და ნამუსი ლაზარეს გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა გამოუტანოს. არაფერი გლობალური არ თქმულა, ის ლაქა, რომელიც ლაზარეს ქურთუკზეა აღმოჩენილი, შეიძლება ნებისმიერს ჰქონოდა ვინც აქციებზე იმყოფებოდა", - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის დედამ.

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის, გია კალანდაძის თქმით, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ლაზარე გრიგორიადისის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებენ.

"ვინც იქ იჯდა, მემგონი ყველა მიხვდა, თუ როგორ "გაანადგურა" ბრალდების მხარე, ადვოკატმა, ასეთია ჩემი აზრი.

ლაზარემ ახსენა ის დარღვევები, რაც დაკავების მომენტში ჩაიდინეს. არ ვიცი, ვერ გეტყვით, თუ ნორმალურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მაშინ ლაზარე უნდა გამოუშვან. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ყველა გზას მივმართავთ, რომ ლაზარე დავიხსნათ", - განაცხადა გია კალანდაძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს