სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვებთან დაკავშირებით, შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის საკითხები განიხილეს და ამ პროცესში ასოციაციების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველების ასოციაციებში გაწევრიანების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

,,გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა, ასოციაციების ხელმძღვანელ პირებსა და მათ წარმომადგენლებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან თანამშრომლობის პირობები გავაცანით, განვიხილეთ შეზღუდული ტიპის ნებართვების რაციონალურად და გამჭვირვალედ განაწილებასთან დაკავშირებით ასოციაციებთან მჭიდრო კოორდინაციის წინაპირობები და მომავალი თანამშრომლობის გეგმაზეც შევთანხმდით" , - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მომდევნო სამუშაო შეხვედრა გადამზიდველთა ასოციაციების წევრთა და სხვა დაინტერესებულ პირთა შორის მიმდინარე წლის 12 აპრილს ბათუმში ჩაინიშნა, სადაც გადამზიდველთა ასოციაციებში გაწევრიანების საკითხები, ასევე, შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის პირობების განხილვა იგეგმება.

„შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია წინასწარი რეგისტრაცია გაიაროს სააგენტოს საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით შემდეგ სატელეფონო ნომერზე - 2365501“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება