ოთარ ნადარაია - ოქროში რეზერვების გარკვეული წილის ფლობა რაციონალურია

რეზერვების გარკვეული წილის ფლობა ოქროში რაციონალურია, - ასე აფასებს "თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია სებ-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა.

როგორც ნადარაია მიიჩნევს, ეს უკვე საერთო ტენდენციაა და რეზერვების გარკვეული ნაწილის ოქროში ფლობა საჭიროც კი არის.

„საერთო ტენდენცია, რომ გარკვეული წილი საერთაშორისო რეზერვების არის ოქროში. მთლიანად არის გარკვეული რისკი, რადგანაც ოქროს ფასი არის მერყევი. მაგალითად, თუ გეოპოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ეს გამოიწვევს ოქროს ფასის შემცირებას, მაგრამ რეზერვების გარკვეული წილის ფლობა ოქროში რაციონალურია“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს