მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის დელეგაციასთან "ენგურჰესის" ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი, "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია, შპს "ენგური ატრაქციის" დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის მისიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტთან სამინისტროს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება "ენგურჰესის" რეკრეაციული გამოყენების განვითარების მიზნით აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის ტექნიკურ დახმარებაზე გაამახვილეს.

„აღინიშნა, რომ ენგურის თაღოვანი კაშხალი, რომელიც ამავე დროს არის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, თავისი პირველადი და სტრატეგიული დატვირთვის პარალელურად, ფართო საზოგადოებისთვის სულ უფრო მეტად ხდება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი. თუმცა, ამავე დროს, სადგურის თაღოვანი კაშხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფონზე, ვიზიტორთა დაცულობის საკითხი "ენგურჰესის" ტურისტული მარშრუტის შემდგომი განვითარების აუცილებელი პირობაა, რაც კომპლექსური მართვის სისტემის შემუშავებას საჭიროებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-ის დიდ გამოცდილებას ამ მიმართულებით - წარმატებულ მაგალითად დასახელდა ჰუვერის კაშხალი აშშ-ში, რომლის მართვასაც ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის სამელიორაციო ბიურო ახორციელებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაიწყო ენგურის კაშხლის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ტურისტული ლოკაციის განვითარების ხელშემწყობი ქმედებების განხორციელება. კერძოდ, ჰუვერის კაშხლის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, დახმარების მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ენგურის კაშხლის სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოებისა და ვიზიტორთა დაცულობის სისტემის განვითარება და დანერგვა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს საჯარო უწყებებთან, ასევე განხორციელდება საველე გასვლა ენგურის კაშხლის ტურისტული მარშრუტის დეტალურად შესასწავლად. შედეგად, მომზადდება რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვიზიტორთა დაცულობისა და სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდგომი პირობების ჩამოყალიბებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო