ფოთის მერიამ  USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან ოფიციალური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მემორანდუმს ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოაწერა ხელი.

ფოთის მერის განცხადებით, პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მართვის სისტემებისა და საჯარო სერვისების განვითარებას, მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

,,მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით, რომელიც მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს, 2021-2023 წელს, საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად სწორედ ჩვენ დავსახელდით.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით მუნიციპალიტეტების, ასევე, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის გამჭვირვალობას და მზად ვართ ყველა მსგავს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის", - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება