ლევან მგალობლიშვილი ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მგალობლიშვილი ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მცირე და საშუალო მრეწველობის განვითარების პერსპექტივებზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე სამშენებლო სექტორის, ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს.

"დღეს გაიმართა შეხვედრა ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან, ჩინეთის სხვადასხვა ინდუსტრიული პროვინციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესასწავლად. განხილვის თემები იყო: მცირე და საშუალო მრეწველობის განვითარება საქართველოში, სამშენებლო სექტორი, ვაჭრობა, ლოგისტიკა და ტურიზმი",- განაცხადა მგალობლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს