ჯონ კირბის განცხადებით, კაიროში მოლაპარაკებების ფარგლებში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასს“ ახალი წინადადება წარუდგინეს

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში „ჰამასს“ ახალი წინადადება წარუდგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი ავრცელებს.

„ჩვენ „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის პასუხს ველოდებით. ამას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის დელეგაციას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი ხელმძღვანელობდა.

ჯონ კირბის ცნობით, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი დღეს თეთრ სახლში ისრაელის ოპოზიციის ლიდერს, იაირ ლაპიდს შეხვდება.

ასევე, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გუშინ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 300-ზე მეტი სატვირთო შევიდა, რაც პროგრესია, თუმცა თეთრი სახლი ისრაელზე ზეწოლას გააგრძელებს, რათა ღაზაში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება