ანა დოლიძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საინფორმაციო ბერკეტია, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობას საგრძნობლად აზიანებს - რუსებმა ჩვენგან საქმიანი დღის წესრიგის პოტენციალი გაიტაცეს

ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ისევ ვხვდებით და ვკარგავთ დროს ისეთ თემაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელობით მეასეხარისხოვანია - ჩვენს ქვეყანას ბევრად მეტი მწვავე თემა აქვს განსახილველი, ვიდრე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაა” , - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, საზოგადოება საინფორმაციო ავტორიტარიზმში ცხოვრობს და კანონი, რომელიც ახლა დააინიცირეს, საინფორმაციო ბერკეტია, რომელიც ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან საგრძნობლად აზიანებს.

მისივე თქმით, „რუსებმა საქმიანი დღის წესრიგის პოტენციალი გაიტაცეს“.

„ერთი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ვხვდებით და ვკარგავთ დროს ისეთ თემაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელობით მეასეხარისხოვანია.

შარშანწინ და შარშან ქვეყნის საზღვარი 200 000-მა რუსეთის მოქალაქემ გადაკვეთა. უმრავლესობა მათგანი გასაწვევ სამხედრო ასაკში იყო, ანუ პუტინს გამოექცნენ. მილიარდობით დოლარი, რუსული რუბლიდან გადახურდავებული, საქართველოს საბანკო სისტემაში განთავსდა და გომელაურს ამასთან დაკავშირებით არცერთი სიტყვა არ უთქვამს. ჩვენს ქვეყანას ბევრად მეტი მწვავე თემა აქვს განსახილველი, ვიდრე უცხოური გავლენის გამჭვირვალობაა. ესენი ერთი წელი რას აკეთებდნენ - ამ თემის პროპაგანდით იყვნენ დაკავებული იმისთვის, რომ როგორღაც ევროკავშირთან გაერთიანების დღის წესრიგი ჩაშალონ.

ჩვენ საინფორმაციო ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. ეს არის ავტორიტარიზმი, რომელსაც საინფორმაციო პროპაგანდისტული საშუალებები მართავს. ეს კანონი, რომელიც ახლა შემოიტანეს, საინფორმაციო ბერკეტია, რომელიც ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან საგრძნობლად აზიანებს. ამ ყველაფერში ერთი წლის წინ სახელმწიფოებრივად უკვე ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და ახლაც ყველანაირ მნიშვნელოვან თემას ამით დებენ გვერდით. რუსებმა ჩვენგან დღეს საქმიანი დღის წესრიგის პოტენციალი გაიტაცეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება