ვიოლა ფონ კრამონი - ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას ცალსახად უნდა განუმარტოს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპული მომავლის კარს მიზანმიმართულად ხურავს

ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას ცალსახად უნდა განუმარტოს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპული მომავლის კარს მიზანმიმართულად ხურავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, ევროპარლამენტარის თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ან ინტეგრაციის რაიმე სხვა ფორმა არ იქნება.

„ქართულმა ოცნებამ ჩვეულებისამებრ იცრუა - მათ პირობა დადეს, რომ იმ კანონს თავიდან არ შემოიღებდნენ, რომლის გაუქმებაც ერთი წლის წინ მოუწიათ, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. ეს ბოლო წლებში მმართველი პარტიის ანტიევროკავშირის და პრორუსული პოლიტიკის გაგრძელებაა. კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის გზის საბოტაჟს და მოსკოვში ოლიგარქების მმართველებისთვის სიამოვნების მინიჭებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიზანია, რომ პროდემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოურ აგენტებად შერაცხოს, საზოგადოების თვალში მათი სანდოობა შეარყიოს და „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცეს, რომ ქართული დემოკრატიისა და ევროპული მომავლის განადგურება დაუსჯელად განაგრძოს. ზედმეტია იმის თქმა, რომ რუს აგენტებს, რომლებიც საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ და ქვეყანაში ფართოდ არიან წარმოდგენილნი, უფლება ექნებათ, ფარული ოპერაციები ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გააგრძელონ.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არა ხელისუფლების, არამედ მის მიუხედავად მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად ქართველი ხალხის გამბედაობის დამსახურება იყო. ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას ცალსახად უნდა განუმარტოს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით "ქართული ოცნება" ქვეყნის ევროპული მომავლის კარს მიზანმიმართულად ხურავს, რადგან ამის შემდეგ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა ან ევროკავშირში ინტეგრაციის რაიმე სხვა ფორმა არ იქნება“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის