ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერები ღაზაში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტას ითხოვენ

ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერები, აბდელ ფატაჰ ელ-სისი, ემანუელ მაკრონი და მეფე აბდულა მეორე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან.

სამი ქვეყნის ლიდერები ხას უსვამენ ღაზაში კონფლიქტის მშვიდობიან, ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტის აუცილებლობას და აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევაში ძალადობისა და ომის ადგილი არ არის.

„ადამიანთა აუტანელი მსხვერპლის გათვალისწინებით, ჩვენ, ეგვიპტის, საფრანგეთის და იორდანიის ლიდერები მოვუწოდებთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დაუყოვნებლივ და უპირობო განხორციელებისკენ. ხაზს ვუსვამთ ღაზაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის გადაუდებელ აუცილებლობას“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერები ღაზას სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰში არსებულ კრიტიკულ ვითარებაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ შემდგომ სამხედრო ქმედებებს საშინელი შედეგები ექნება. სამი ქვეყნის ლიდერები გმობენ ძალადობას, ტერორიზმსა და მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმას და აცხადებენ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს პატივი ყველა მხარემ უნდა სცეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს