გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9აპრილს 07:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებსმცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, ქსანი, ციხისძირი, ქსოვრისი, პატარა ქანდა, წეროვანი, ძველი ქანდა, ვარდისუბანი, აღაიანი; 15:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მამკოდა, გლდანი (ხოდაბუნების ტერიტ.).

ამასთან, 10 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა დროებით შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, აბანოსხევი, საშაბურო, ქუბრიაანთკარი, ლაშარის ჯვარი, ბოდორნა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში. ხოლო, 11:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგებადროებით შეუწყდებათ თიანეთის რაიონის სოფლებში: სიმონიანთხევი, თოლენჯი, ბალებისხევი, მელიასხევი, ევჟენტი, ბოკონი, ხევსურთსოფელი, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში: თხინვალა, ლისი, მსხალდიდი, ქვემო ლისი; 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, წიწამური, გაზის დასახლება, არაშენდა, ბიწმენდი.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა