გიორგი გახარია - გვერევა მტერი და მოყვარე, ამიტომ ქართველებს ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც 9 აპრილს დაიწყეს, დასასრულებელი გვაქვს - ახლა ყველაზე კარგი მომენტია, რომ პროცესი დავასრულოთ მშვიდობით, ევროპული ოჯახის წევრობით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც გახარიამ აღნიშნა, 9 აპრილი ტრაგიკული დღეა, თუმცა ამავე დროს, გარკვეული იმედის მომტანი დღეც უნდა იყოს.

„35 წელი გავიდა ამ ტრაგიკული დღიდან. თითოეული ქართველისთვის უმძიმესი დღეა, მაგრამ იმედის მომცემი. განსაკუთრებით მაშინ არის იმედის მომცემი, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის, გამთლიანების იმედი გვაქვს. მაშინ, როდესაც გვერევა მტერი და მოყვარე ვინ არის, რა თქმა უნდა, ცოტა სევდიანი დღეა, მაგრამ 35 წელი გავიდა და ქართველებს ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს, დასასრულებელი გვაქვს. ახლა არის ყველაზე კარგი მომენტი ამისთვის, რომ დავასრულოთ მშვიდობით, წინსვლით, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობით, რამეთუ ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა შესაძლებელია ევროპის თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახის სრულფასოვანი წევრობით“, - განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება