გიორგი გახარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - „ქართულ ოცნებას“ ეს დასჭირდა იმისთვის, რომ ერთმანეთს დაუპირისპიროს ქართული საზოგადოება, გაყოს ორ 2 ნაწილად

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შეფასებით, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კვლავ დაინიცირება დასჭირდა იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება დააპირისპიროს და დაჰყოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ ეს რადიკალიზაციისთვის სჭირდება.

„ქართულ ოცნებას“ ეს დასჭირდა იმისთვის, რომ ერთმანეთს დაუპირისპიროს ქართული საზოგადოება, გაყოს ის 2 ნაწილად. ვიღაცას დაარქვას უკვე ფორმალურად, იურიდიულად მოღალატე, აგენტი, ვიღაცას დაარქვას პატრიოტი, ეს ის ურთიერთდაპირისპირების გარემოა, რომელშიც მხოლოდ შესაძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ თავი გადაირჩინოს არჩევნებისთვის, ეს რადიკალიზაცია სჭირდება „ქართულ ოცნებას", მეტი არაფერი ",-განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, მან „ლგბტ პროპაგანდაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ბავშვების მიმართ პროპაგანდა პრობლემაა". „ამ პრობლემისგან ჩვენ პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ბავშვები და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ",-განაცხადა გახარიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება