რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - ნატო უკრაინის კონფლიქტში ბლოკის ჩართვის საფრთხეს აცნობიერებს

რუსეთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ში საღი აზრი და თვითგადარჩენის ინსტინქტი გაიმარჯვებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი პოლიშჩუკმა განაცხადა.

„თუ უკრაინაში დასავლური ჯარები გამოჩნდება, ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების რისკი რამდენჯერმე გაიზრდება. ჩვენ არ გვინდა ასეთი განვითარება. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი და თვითგადარჩენის ინსტინქტი საბოლოოდ გაიმარჯვებს დასავლეთში“, - აღნიშნა ალექსეი პოლიშჩუკმა.

მისივე თქმით, ნატო-ს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობის მიუხედავად გამოიყენონ ალიანსი რუსეთთან დაპირისპირების ინსტრუმენტად, მისი ხელმძღვანელობის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, „აცნობიერებს უკრაინის კონფლიქტში ბლოკის ჩართვის პოტენციურ საფრთხეს და ცდილობს დისტანციის შენარჩუნებას“.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს