დევიდ კამერონი დონალდ ტრამპს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

The Independent-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ფლორიდაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს ეწვია, ხოლო მოგვიანებით ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება.

„ოპოზიციის კანდიდატებთან მინისტრების შეხვედრა სტანდარტული პრაქტიკაა და მათი რუტინული საერთაშორისო ჩართულობის ნაწილია“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

დევიდ კამერონი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინის დახმარების საკითხს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.

„ვაშინგტონში მისი მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საერთო პრიორიტეტებზე, მათ შორის უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დამყარებაზე“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება