„ჰამასი“ - ისრაელის წინადადება პალესტინის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით ისრაელის წინადადება, რომელიც კატარელი და ეგვიპტელი შუამავლებისგან მიიღო, პალესტინის არცერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის წინადადებას შეისწავლის.

„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადება უარყო.

"ჩვენ უარვყოფთ ისრაელის შემოთავაზებებს, რომლებიც ეგვიპტურმა მხარემ გაგვაცნო. პოლიტბიურო დღეს შეიკრიბა და ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ალი ბარაკამ Reuters-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ისრაელმა და „ჰამასმა“ კვირას ეგვიპტეში გაგზავნეს დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც ესწრებოდნენ კატარელი და ეგვიპტელი შუამავლები, ასევე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს