ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა კანონპროექტმა არ შექმნას ბარიერი ჩვენ ევროპულ გზაზე

როგორი კანონპროექტიც არ უნდა იყოს დაინიცირებული, მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა კანონპროექტმა ბარიერი არ შექმნას ჩვენ ევროპულ გზაზე, ჩვენ ევროპულ პერსპექტივაზე და ევროპულ მომავალზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე.

მისი თქმით, გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი, მაგრამ ამის მიღწევის სხვა ბევრი გზა არსებობს, მათ შორის სხვა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა.

„როგორც ვიცი, ერთ-ერთმა პარტიამ დააინიცირა კიდეც ინიციატივა. ამიტომ ეს არის მთავარი ამოსავალი პრინციპი, როგორი კანონმდებლობაც არ უნდა იყოს, ის არ უნდა გახდეს ბარიერი. რა თქმა უნდა, ის, რომ ამ ქვეყანაში ყველა, ვინც პასუხისმგებელია საჯარო პოლიტიკაზე უნდა ახდენდეს თავისი შემოსავლის გამჭვირვალობას, ამას ყოველთვის ვემხრობოდი, როცა პარლამენტში ვიყავი“, - განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება