ტყიბულის, ნიკო ჯავახიშვილის სახელობის ყოველწლიური საფეხმავლო ფესტივალი იწყება

ორგანიზატორების ინფორმაციით, ტყიბულის, ნიკო ჯავახიშვილის სახელობის ყოველწლიური საფეხმავლო ფესტივალი სპორტულ ორიენტირებაში იწყება.

მათივე განმარტებით, ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია „ყველას, ვისაც თავგადასავალი უყვარს“.

„თარიღი - ყოველი წლის მაისის მეორე შაბათ-კვირა. გუნდში წევრების რაოდენობა - 4 ადამიანი თითოეულ გუნდში. შეჯიბრის მარშრუტი - სოფელი მოწამეთა- ტყიბულის წყალსაცავი. გასავლელი მარშრუტი - 32 კმ. მარშრუტის სირთულე - საშუალო სირთულის. ვის შეუძლია მონაწილეობა - ყველას, ვისაც თავგადასავალი უყვარს.

რა არის საჭირო მონაწილეობისთვის - ონლაინ რეგისტრაცია, (სარეგისტრაციო ლინკი და "ივენთი" იხილეთ ჯგუფის პოსტებში) კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგები (ე.წ. პარალონი).

შეჯიბრის აღწერა: „სტარტი“ გვექნება სოფელ მოწამეთაში, დილით, 09:30 საათზე. პირველ დღეს 17კმ გავივლით, რა დროსაც გუნდებმა 4 „ჩეკპოინტი“ უნდა იპოვონ (ყოველ გუნდს გადაეცემა იმ ადგილის დეტალური აღწერა, სადაც განთავსდება „ჩეკპოინტები“) და სპეციალური ტალონით უნდა დაადასტურონ ადგილზე ყოფნა. გუნდები უნდა ჩაეტიონ კონკრეტულ დროში და არ გამოტოვონ არც ერთი „ჩეკპოინტი“.

პირველი დღის შუალედური ფინიში ცუცხვათის მღვიმესთან გვექნება, სადაც სამსაჯო კომიტეტი დაითვლის იმ დღის შედეგებს, ხოლო მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაისვენონ ან გაერთონ ჩვენს მიერ ორგანიზებული მცირე კონცერტით (დაუკრავს DG).

მეორე დღესაც 4 „ჩეკპოინტი“ იქნება, ვიდრე ფინიშამდე, რომელიც ტყიბულის წყალსაცავთან განთავსდება. შეჯიბრი დასრულდება დაჯილდოებით და კონცერტით.

გამარჯვებულები: მესამე ადგილი - ბრინჯაოს მედლები, სიგელები და საპრიზო ფონდი 500 ლარი. მეორე ადგილი - ვერცხლის მედლები, სიგელები და საპრიზო ფონდი 800 ლარი. პირველი ადგილი - ოქროს მედლები, სიგელები, გარდამავალი თასი და საპრიზო ფონდი 1000 ლარი. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ”, - ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს