ლევან იოსელიანი - მადლობა მათ სულებს, ვინც თავისუფალი საქართველო 9 აპრილს, კიდევ ერთხელ გააჩინა მსოფლიო რუკაზე

მადლობა მათ სულებს, ვინც თავისუფალი საქართველო 9 აპრილს, კიდევ ერთხელ გააჩინა მსოფლიო რუკაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას შვილთან ერთად პატივი მიაგო.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები შეეწირნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას.

„დღეს ჩემ შვილთან ერთად მოვედი, რომ მანაც ნახოს და მომავალ თაობას გადავცეთ ის ხსოვნა, რის ფასად არის მოპოვებული თავისუფლება. ის, რომ დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის სისხლის ფასად, ეს არის 35 წლის მანძილზე განუწყვეტელი ბრძოლის ფასად და კიდევ ერთხელ მადლობა მათ სულებს, ვინც თავისუფალი საქართველო 9 აპრილს, კიდევ ერთხელ გააჩინა მსოფლიო რუკაზე", - განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება