უკრაინულმა დრონებმა რუსეთში საწვრთნელ საავიაციო ცენტრს დაარტყეს

რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქში, ბორისოგლებსკის საწვრთნელ საავიაციო ცენტრს, 9 აპრილის ღამეს, ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, - ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

ამასთან, უკრაინული მედია ქვეყნის მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია იყო.

„ტელეგრამ“ არხების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწავლო ცენტრის ფასადი და მინა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

დრონით თავდასხმას რუსული მხარეც ადასტურებს, თუმცა ვორონეჟის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის მტკიცებით, დრონები რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.

უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინფორმაცია რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ დრონების ჩამოგდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს